მუნი

მუნი - ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია ტკიპა. დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანიდან პირდაპირი კონტაქტით ან მისი მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული დედალი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი დებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამოდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ინერგებიან კანის ახალ უბნებში.
 scabiesPediatric_31641_lg
მუნი - კლინიკური სურათი. მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები და დაავადებისათვის პათოგნომური ,,მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით სადაც იმყოფება დედალი ტკიპა. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის თხელი ნაზი უბნები (თითებშუა ნაოჭები, სხივ – მაჯის მომხრელი, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები). არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი. მუნი ხშირად რთულდება პიოდერმიით (ფურუნკულები, ექტიმები, იმპეტიგო). Read the rest of this entry »