კანის ტუბერკულოზი

კანის ტუბერკულოზი – დერმატოზების საკმაოდ ფართო და თავისი გამოვლინებებით მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელთა წარმოქმნა და განვითარება განპირობებულია კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ტუბერკულოზური მიკობაქტერიის შეღწევით. კანისტუბერკულოზური დაზიანება თითქმის ყოველთვის არის მეორადი და ენდოგენური. გამომწვევი კანში და კანქვეშა ქსოვილში ხვდება ლიმფოჰემატოგენურად სხვა ორგანოების ტუბერკულოზური კერებიდან, ზოგჯერ ინფექცია კანში აღწევს დაზიანებული მეზობელი ორგანოებიდან. ძალიან იშვიათად გვხვდება კანის ეგზოგენური ინფიცირება – დაზიანებული კანიდან.  განასხვავებენ კეროვან (ვულგარული მგლურა, სკროფულოდერმა, მეჭეჭისებური და წყლულოვანი ტუბერკულოზი) და დისემინირებულ (პაპულონეკროზული ტუბერკულოზი და ინდურაციული ერითემა) ფორმებს. Read the rest of this entry »