ერითრაზმა

48109ერითრაზმა (erythrasma) - ზედაპირული ფსევდომიკოზი. გამომწვევია – Corynebacterium minutissimum. აზიანებს ეპიდერმისის რქოვანი შრის ზედა ნაწილებს. წყაროა დაავადებული ადამიანი. შესაძლებელია მოხდეს დასნებოვნება მიწაზე შიშველი ფეხით სიარულის დროს. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – მომატებული ოფლიანობა. აღინიშნება მოზრდილებში, ხშირად მამაკაცებში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ-ბარძაყის. წარმოიქმნება დიდი ზომის აგურისფერი-წითელი ფერის ლაქები, მრგვალი მოხაზულობის, იშვიათად შემოფარგლული გარემომცველი კანისგან. მათი ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ დაფარულია წვრილი ქერცლებით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. მეორადი ინფექციით გართულებისას პროცესს ერთვის ანთებითი ცვლილებები, რასაც თან ახლავს ქავილი და მტკივნეულობა. Read the rest of this entry »