რბილი შანკრი

რბილი შანკრი (ulcus molle) - ვენერიული დაავადება, რომელიც ვლინდება ძირითადად მტკივნეული რბილი წყლულებით სასქესო ორგანოებზე. გამომწვევია პეტერსენ-დიუკრეის სტრეპტობაცილა. დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ინკუბაციური პერიოდიგრძელდება 3-4 დღე. გამომწვევის ჩანერგვის ადგილზე წარმოიქმნება პუსტულები, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნებიან წყლულებად. წყლულები ჩვეულებრივ მრავლობითია, მტკივნეული, აქვთ მწვავედ ანთებადი ხასიათი, არასწორი მოხაზულობა, არათანაბარი ღრმა ფსკერი, უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენითა და რბილი კაშკაშა-წითელი კიდეებით. ზოგჯერინფექცია აღწევს რეგიოალურ ლიმფურ კვანძებში და რის შედეგადაც ვითარდება ლიმფანგიტები და ლიმფადენიტები ჩირქოვანი ფისტულების წარმოქმნით. 2-3 თვის შემდეგ პროცესი მთავრდება დანაწიბურებით. დასუსტებულ ავადმყოფებში აღინიშნება გახანგრძლივებული მიმდინარეობა. Read the rest of this entry »