რუბროფიტია
რუბროფიტია - ტერფების განსაკუთრებით ხშირი სოკოვანი დაავადება. ზიანდება ძირითადად ტერფები, შესაძლებელია გავრცელდეს მტევნებზე, მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით საზარდულ – ბარძაყის, ასევე კანის საფარველის სხვა უბნებზე; ხშირად პროცესში ჩართულია თმებიც.
რუბროფიტია - ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია Tr. rubrum. ზიანდება ეპიდერმისი, დერმა, ზოგჯერ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ continuitatem, არამედ ლიმფურ-ჰემატოგენური გზითაც. წყაროა დაავადებული ადამიანი; გადაცემის გზა – იხ. ეპიდერმოფიტია. წინასწარგანმწყობი ფაქტორები ისეთივეა, როგორიც ეპიდეროფიტიის დროს, ასევე სხვადასხვა ზოგადპათოლოგიური პროცესები, ანტიბიოტიკებით, კორტიკოსტეროიდებით და ციტოსტატიკებით ხანგრძლივი მკურნალობა.Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий