პარაფსორიაზი

პარაფსორიაზიპარაფსორიაზი - დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. განასხვავებენ ლაქოვან, ლიქენურ, ფოლაქისებურ და მწვავე ფორმებს.
პარაფსორიაზი - სიმპტომები. პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა. მათ ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური აქერცვლები აპკების სახით. პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილის ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები. პაპულების პარალელურად ჩნდებიან მცირე ზომის ვარდისფერი ლაქები. წვეთისებური პარაფსორიაზის დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება ,,ობლატი” ფენომენს (ელემენტის გარშემო ეპიდერმისის ექსცენტრულად აშრევება), ფარულ აქერცვლას, პურპურას. Read the rest of this entry »