მწვავე მასტოიდიტი
მასტოიდიტი მწვავე (acute mastoiditis) - საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება.
მასტოიდიტი მწვავე – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება დვრილისებრი მორჩის გარეთა საფარვლის ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია, ყურიდან ჩირქდენა. ოტოსკოპიით გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, უმადობა. ტემპერატურა მატულობს 38,50 С, ზოგჯერ სუბფებრილურია. მასტოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე კვირაში და თვეში. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий