ქუნთრუშა Scarlatina (Scarlet fever)

ქუნთრუშა - მწვავე ჰაერ-წვეთოვანი ანთროპონოზი; ავადდებიან უპირატესად 10 წლამდე ასაკის  ბავშვები; მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ანგინითა და წვრილწერტილოვანი გამონაყრით. დაავადება მატულობს შემოდგომა-ზამთრის თვეებში.
 ქუნთრუშა
ქუნთრუშა - ეტიოლოგია, პათოგენეზიგამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური ტოქსიკოგენური სტრეპტოკოკი, რომელიც იბუდებს ცხვირ-ხახაში, იშვიათად კანში და იწვევს ადგილობრივ ანთებით ცვლილებებს (ანგინა, რეგიონალური ლიმფადენიტი). პროდუცირებული ეგზოტოქსინი იწვევს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებსა დაეგზანთემას.  პათოლოგიური პროცესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ალერგიული მექანიზმები. გართულებები ხშირად უკავშირდება სტრეპტოკოკურ სუპერინფექციას ან რეინფექციას. Read the rest of this entry »