ამებიაზი

ამებიაზიამებიაზი – ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია Entamoeba histolytica, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით). ამების ქსოვილოვანი ფორმა ჩნდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში და გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები. სანათუროვანი ფორმა იმყოფება ნაწლავის სანათურში, რეკონვალესცენციის პერიოდში მათ განავალში, ქრონიკული ნაწლავური ამებიაზით დაავადებულების განავალში, აგრეთვე ცისტების მტარებლებში. ჰისტოლიტიკური ამების ცისტების აღმოჩენა ხდება რეკონვალესცენტებისა და ცისტების მტარებლების განავალში. Read the rest of this entry »