пятница, 11 января 2013 г.

მენიერის დაავადება


მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება (Ménière’s disease) - მიზეზები ცნობილი არ არის. ძირითადი პათოლოგიური ფაქტორია ლაბირინთის სითხის (ენდოლიმფა) რაოდენობის გაზრდა და ლაბირითშიგა წნევის მომატება.
მენიერის დაავადება – სიმპტომები, მიმდინარეობა. იწყება ძლიერი თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების შეტევებით, რასაც ახლავს ხმაური ყურებში,  სმენის დაქვეითება (ხშირად ცალ ყურში), ნისტაგმი (ჯანმრთელ მხარეზე) და წონასწორობის დარღვევა; Read the rest of this entry »

მასტოიდიტი


მწვავე მასტოიდიტი

მასტოიდიტი მწვავე (acute mastoiditis) - საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება.
 მწვავე მასტოიდიტი
მასტოიდიტი მწვავე – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება დვრილისებრი მორჩის გარეთა საფარვლის ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია, ყურიდან ჩირქდენა. ოტოსკოპიით გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, უმადობა. ტემპერატურა მატულობს 38,50 С, ზოგჯერ სუბფებრილურია. მასტოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე კვირაში და თვეში. Read the rest of this entry »

ლარინგოსპაზმი


ლარინგოსპაზმი

ლარინგოსპაზმი (laryngospasm) - ხშირია ბავშვთა ადრეულ ასაკში; წარმოიქმნება რაქიტის,სპაზმოფილიის, ჰიდროცეფალიის ან ხელოვნური კვების შედეგად და უკავშირდება ხორხის ნერვულ-კუნთოვანი აპარატის რეფლექტორული აგზნების მომატებას. მოზრდილებში შესაძლოა შედეგი იყოს ხორხის უცხო სხეულით რეფლექტორული გაღიზიანებისა. Read the rest of this entry »

среда, 9 января 2013 г.

ჭინჭრის ციება


ჭინჭრის ციება urticaria

otekkvinkeჭინჭრის ციება - ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბებერების წარმოქმნით.
ჭინჭრის ციება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეტიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჭინჭრის ციების განვითარებას, იყოფიან ეგზოგენურად და ენდოგენურად. ეტიოლოგიური ფაქტორები იწვევენ ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, აფართოებენ კაპილარებს, რის შედეგიცაა დერმის დვრილისებრი შრის შეშუპება და ბებერების წარმოქმნა. Read the rest of this entry »

იქთიოზი


იქთიოზი ichthyosis

იქთიოზი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება კანის გენერალიზებული გარქოვანებით.
 იქთიოზი
იქთიოზი - ეტიოლოგია ცნობილი არ არის. განასხვავებენ რამდენიმე კლინიკურ ფორმას, განპირობებულს მუტანტური გენების სხვადასხვა ჯგუფებით, რომელთა ბიოქიმიური დეფექტი საბოლოოდ გაშიფრული არ არის. Read the rest of this entry »

დერმატიტი


დერმატიტი dermatitis

დერმატიტი -  კანის ანთებითი რეაქციები გარემოს გამაღიზიანებლების პასუხად. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტებსა და ტოქსიკოდერმიებს. კონტაქტური დერმატიტივითარდება გარეშე ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით კანზე, ტოქსიკოდერმიების დროს კი გამომწვევი თავდაპირველად აღწევენ ორგანიზმის შიგა გარემოში.
 კონტაქტური დერმატიტი
დერმატიტი - ეტიოლოგია, პათოგენეზი. დერმატიტების გამომწვევ გამაღიზიანებლებს აქვთ ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ბუნება. ე. წ. ობლიგატური გამაღიზიანებლები იწვევენ მარტივ დერმატიტს ყოველ ადამიანში. მათ მიეკუთვნება ხახუნი, ზეწოლა, სხივური და ტემპერატურული ზემოქმედებები, მჟავეები, ტუტეები, ზოგიერთი მცენარე. ფაკულტატურული გამაღიზიანებლები კანის ანთებას იწვევენ მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრნობელობა – წარმოიქმნება ალერგიული (სენსიბილიზირებული) დერმატიტი. Read the rest of this entry »

ვიტილიგო


ვიტილიგო vitiligo

ვიტილიგო – კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით.
vitiligo
ვიტილიგო – ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმებითირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვალების დისფუნქცია). Read the rest of this entry »

ეგზემა


ეგზემა eczema

ეგზემა – კანის ზედაპირული შრეების ნერვულ – ალერგიული ხასიათის ანთება, რომელიც წარმოიქმნება გარეგანი ან შინაგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად; გამოირჩევა გამონაყრის პოლიმორფიზმით, ქავილითა და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით.
ეგზემა
ეგზემა – ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
ეგზემა – პათოგენეზი. კანის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, რის გამოც იგი არაადეკვატურად რეაგირებს სხვადასხვა ეგზოგენურ და ენდოგენურ ზემოქმედებებზე.სენსიბილიზაციას ხელს უწყობს სტრესული განცდები ენდოკრინოპათიები, კუჭ – ნაწლავისტრაქტის, ღვიძლის დაავადებები, ასევე ტერფების მიკოზი, ქრონიკული პიოკოკური პროცესები და ალერგიული დაავადებები. ბავშვთა ასაკში ეგზემა პათოგენეტიკურად დაკავშირებულია ექსუდაციურ დიათეზთან. Read the rest of this entry »

ატოპიური დერმატიტი


ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი - კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, ლიქენურიპაპულებით, ლიქენიფიკაციითა და ქრონიკული რეციდივული მიმდინარეობით. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სეზონურობა: ზამთრობით – გამწვავებები და რეციდივები, ზაფხულობით – ნაწილობრივი ან სრული რემისიები.
 ატოპიური დერმატიტი
დამახასიათებელია თეთრი დერმოგრაფიზმი. მაპროვოცირებელ როლს ასრულებენ საკვები პროდუქტები (ციტრუსები, ტკბილეული, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელები), მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, სულფანილამიდენი, პირაზოლინის წარმოებულები), აცრები და რიგი სხვა ფაქტორები. Read the rest of this entry »

вторник, 8 января 2013 г.

ბუასილი (ჰემოროი) და კვება


 ბუასილი და კვება

სწორი და ნორმალური კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის (ჰემოროის) როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე მკურნალობისათვის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებს, როგორიცააყაბზობა და დიარეა, შეუძლია დიდი  ზიანის მოტანა თქვენი ორგანიზმისათვის და დაავადების გამწვავება. მხოლოდ სწორი კვებითაა შესაძლებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების მიღწევა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუასილის (ჰემოროის) გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ  სამკურნალო კვების თაობაზე რჩევები მკაცრად ინდივიდუალურია და საჭიროებს აუცილებლად ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციას, რათა მოხდეს თქვენთვის  ოპტიმალური დიეტის შერჩევა. Read the rest of this entry »

ბალანიტი


ბალანიტი

ბალანიტი (balanitis) - სასქესო ასოს თავის წვავე (იშვიათად ქვემწვავე) ანთება, რომელიც განპირობებულია ზოგიერთი გამომწვევის (სტრეპტოკოკისტაფილოკოკი, ფუზოსპირილები, სპიროქეტები და სხ.) ზემოქმედებით. ჩვეულებრივ ვითარდება სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაუცველობის დროს (სმეგმის დაგროვება). ხშირად ანთებითი პროცესი ასოს თავიდან გადადის ჩუჩის შიგნითა ფურცლის კანზე (ბალანოპოსტიტი). Read the rest of this entry »

ერითრაზმა


ერითრაზმა

48109ერითრაზმა (erythrasma) - ზედაპირული ფსევდომიკოზი. გამომწვევია – Corynebacterium minutissimum. აზიანებს ეპიდერმისის რქოვანი შრის ზედა ნაწილებს. წყაროა დაავადებული ადამიანი. შესაძლებელია მოხდეს დასნებოვნება მიწაზე შიშველი ფეხით სიარულის დროს. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – მომატებული ოფლიანობა. აღინიშნება მოზრდილებში, ხშირად მამაკაცებში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ-ბარძაყის. წარმოიქმნება დიდი ზომის აგურისფერი-წითელი ფერის ლაქები, მრგვალი მოხაზულობის, იშვიათად შემოფარგლული გარემომცველი კანისგან. მათი ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ დაფარულია წვრილი ქერცლებით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. მეორადი ინფექციით გართულებისას პროცესს ერთვის ანთებითი ცვლილებები, რასაც თან ახლავს ქავილი და მტკივნეულობა. Read the rest of this entry »

კვანძოვანი ერითემა


კვანძოვანი ერითემა

კვანძოვანი ერითემა (erythema nodosum) - დაავადება კანის ღრმა ანგიიტების ჯგუფიდან;  ვლინდება ქვედა კიდურებზე ანთებითი კვანძებით.
 კვანძოვანი ერითემა
კვანძოვანი ერითემა - ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
კვანძოვანი ერითემა – პათოგენეზი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის სისხლძარღვებისენსიბილიზაცია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევებით. ჩვეულებრივ კვანძოვანი ერითემა ვითარდება ზოგადი  ინფექციების ფონზე ან მის შემდეგ (სტრეპტიკოკური ანგინა, ტუბერკულოზი, კეთრი, სიფილისი, მიკოზები და სხვ.). იშვიათად მასენსიბილიზირებელი აგენტს წარმოადგენს მედიკამენტი. არაიშვიათად კვანძოვანი ერითემა შესაძლებელია იყოს სარკოიდოზის კანისმიერი სინდრომი. ზოგჯერ შესაძლებელია წარმოადგენდეს პარანეოპლასტურ სიმპტომს. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: გაცივება, შეგუბებითი მოვლენები ქვედა კიდურებში, ჰიპერტონული დაავადებაRead the rest of this entry »

ეპიდერმოფიტია


ეპიდერმოფიტია

ეპიდერმოფიტია (epidermophytosis) - კანის სოკოვანი დაავადება. განასხვავებენ საზარდულის ეპიდერმოფიტიასა და ტერფების ეპიდერმოფიტიას.
ეპიდერმოფიტია – საზარდულის ეპიდერმოფიტია. გამომწვევია – Epidermophyton floccosum, რომელიც აზიანებს რქოვან შრეს. წყაროა დაავადებული ადამიანი. გადაეცემა მოხმარების საგნებით; წინასწარგანმწყობი ფაქტორებია მაღალი ტემპერატურა და გარემოს მომატებული ტენიანობა; ჰიპერჰიდროზი. აღინიშნება უპირატესად მამაკაცებში. ჩვეული ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ-ბარძაყისა და დუნდულოების შორისი; შესაძლებელია კანის სხვა ნაწილებისა და ტერფის ფრჩხილების დაზიანება. Read the rest of this entry »

რბილი შანკრი


რბილი შანკრი

რბილი შანკრი (ulcus molle) - ვენერიული დაავადება, რომელიც ვლინდება ძირითადად მტკივნეული რბილი წყლულებით სასქესო ორგანოებზე. გამომწვევია პეტერსენ-დიუკრეის სტრეპტობაცილა. დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ინკუბაციური პერიოდიგრძელდება 3-4 დღე. გამომწვევის ჩანერგვის ადგილზე წარმოიქმნება პუსტულები, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნებიან წყლულებად. წყლულები ჩვეულებრივ მრავლობითია, მტკივნეული, აქვთ მწვავედ ანთებადი ხასიათი, არასწორი მოხაზულობა, არათანაბარი ღრმა ფსკერი, უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენითა და რბილი კაშკაშა-წითელი კიდეებით. ზოგჯერინფექცია აღწევს რეგიოალურ ლიმფურ კვანძებში და რის შედეგადაც ვითარდება ლიმფანგიტები და ლიმფადენიტები ჩირქოვანი ფისტულების წარმოქმნით. 2-3 თვის შემდეგ პროცესი მთავრდება დანაწიბურებით. დასუსტებულ ავადმყოფებში აღინიშნება გახანგრძლივებული მიმდინარეობა. Read the rest of this entry »

ფავუსი


ფავუსი

ფავუსი (ქეცი) (favus) - კანის, თმების, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება; გამომწვევია Тг. Schonleinii, რომელიც აზიანებს ეპიდერმისს (ჩვეულებრივ რქოვან შრეს), შესაძლებელია შეაღწიოს დერმაში, გავრცელდეს ჰემატოგენურად. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წყაროა დაავადებული ადამიანი. მიკოზის გადაცემა ხშირად ხდება ბავშვობის ასაკში, მჭიდრო და ხანგრძლივი ოჯახური კონტაქტის დროს. წინასწარგანმწყობი ფაქტორია ორგანიზმის დაუძლურება ქრონიკული დაავადებების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების შედეგად. გვხვდება ნებისმიერ ასაკში. Read the rest of this entry »

მუნი


მუნი

მუნი - ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია ტკიპა. დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანიდან პირდაპირი კონტაქტით ან მისი მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული დედალი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი დებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამოდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ინერგებიან კანის ახალ უბნებში.
 scabiesPediatric_31641_lg
მუნი - კლინიკური სურათი. მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები და დაავადებისათვის პათოგნომური ,,მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით სადაც იმყოფება დედალი ტკიპა. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის თხელი ნაზი უბნები (თითებშუა ნაოჭები, სხივ – მაჯის მომხრელი, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები). არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი. მუნი ხშირად რთულდება პიოდერმიით (ფურუნკულები, ექტიმები, იმპეტიგო). Read the rest of this entry »

აკნე


აკნე

აკნე (acne, comedone) – კანის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად პუბერტულ პერიოდში და ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით.  დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული გადაღლილობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევები შეკრულობები), ჰიპოვიტამინოზები, ენდოკრინოპათიები, აგრეთვე კანისპირადი ჰიგიენის დაუცველობა.
 2356
ფერიმჭამელების ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა.კანის ცხიმის შემდგომი შეგუბება სადინარში ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას.  პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი, ცხვირის ფრთები, ნიკაპი, ლოყები), აგრეთვე კეფაზე, ზურგზე, გულმკერდზე; ვლინდება უპირატესად კვანძოვანი ან ჩირქგროვის ხასიათის მწვავედ ან ქვემწვავედ მიმდინარე ანთებითი გამონაყარი. Read the rest of this entry »

ტოქსიკოდერმია


ტოქსიკოდერმია

ტოქსიდერმია (ტოქსიკოდერმია) (toxicodermia) - კანის დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებების შიგნით მიღების, შესუნთქვის ან პარენტერალური შეყვანის შედეგად, რომლებიც წამოადგენენ ალერგენებს და გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედება (ქიმიური აგენტები, ზოგიერთი წამალი და საკვები პროდუქტი). Read the rest of this entry »

სტივენს – ჯონსონის სინდრომი


სტივენს – ჯონსონის სინდრომი

სტივენს – ჯონსონის სინდრომი (Stevens-Johnson syndrome) – მწვავე ტოქსიკურ – ალერგიული დაავადება; ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გენერალიზებული გამონაყრით; წარმოადგენს ექსუდაციური ერითემის ავთვისებიან ვარიანტს.
2413
სტივენს – ჯონსონის სინდრომი – სიმპტომები, მიმდინარეობა. უეცრად მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი. კანზე სიმეტრიულად წარმოიქმნება მკვეთრად შემოფარგლული მსხვილი მოვარდისფერო ან წითელი ფერის ლაქები, იშვიათად შეშუპებული პაპულები, ხშირად პერიფერიული ციანოზით, ზოგიერთების ცენტრში ფორმირდება ბუშტუკი. პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე, უკანა ტანის მიდამოში წარმოიქნება ბუშტუკები, რომლებიც 2 – 4 დღეში იხსნებიან და წარმოქმნიან სისხლმდენ ეროზიას. Read the rest of this entry »

სიფილისი


სიფილისი

სიფილისი (lues, syphilis)  - ქრონიკული ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს მკრთალი ტრეპონემა; ხასიათდება მორეციდივე მიმდინარეობით, კლინიკური სიმპტომების დამახასიათებელი პერიოდიზაციით, ყველა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით; გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით.
 სიფილისი
სიფილისი - ეტიოლოგია. გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა. დასნებოვნების წყაროასიფილისით დაავადებული ადამიანი. გადაცემის ძირითადი გზაა ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტი (ჩვეულებრვ სქესობრივი). შესაძლებელია ასევე ე. წ. საყოფაცხოვრებო სიფილისი. თანდაყოლილი სიფილისის დროს დასნებოვნება ხდება პლაცენტის სისხლძარღვებიდან. Read the rest of this entry »

რუბროფიტია


რუბროფიტია

რუბროფიტია - ტერფების განსაკუთრებით ხშირი სოკოვანი დაავადება. ზიანდება ძირითადად ტერფები, შესაძლებელია გავრცელდეს მტევნებზე, მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით საზარდულ – ბარძაყის, ასევე კანის საფარველის სხვა უბნებზე; ხშირად პროცესში ჩართულია თმებიც.
 6_1
რუბროფიტია - ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია Tr. rubrum. ზიანდება ეპიდერმისი, დერმა, ზოგჯერ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ continuitatem, არამედ ლიმფურ-ჰემატოგენური გზითაც. წყაროა დაავადებული ადამიანი; გადაცემის გზა – იხ. ეპიდერმოფიტია. წინასწარგანმწყობი ფაქტორები ისეთივეა, როგორიც ეპიდეროფიტიის დროს, ასევე სხვადასხვა ზოგადპათოლოგიური პროცესები, ანტიბიოტიკებით, კორტიკოსტეროიდებით და ციტოსტატიკებით ხანგრძლივი მკურნალობა.Read the rest of this entry »

კანის ტუბერკულოზი


კანის ტუბერკულოზი

კანის ტუბერკულოზი – დერმატოზების საკმაოდ ფართო და თავისი გამოვლინებებით მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელთა წარმოქმნა და განვითარება განპირობებულია კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ტუბერკულოზური მიკობაქტერიის შეღწევით. კანისტუბერკულოზური დაზიანება თითქმის ყოველთვის არის მეორადი და ენდოგენური. გამომწვევი კანში და კანქვეშა ქსოვილში ხვდება ლიმფოჰემატოგენურად სხვა ორგანოების ტუბერკულოზური კერებიდან, ზოგჯერ ინფექცია კანში აღწევს დაზიანებული მეზობელი ორგანოებიდან. ძალიან იშვიათად გვხვდება კანის ეგზოგენური ინფიცირება – დაზიანებული კანიდან.  განასხვავებენ კეროვან (ვულგარული მგლურა, სკროფულოდერმა, მეჭეჭისებური და წყლულოვანი ტუბერკულოზი) და დისემინირებულ (პაპულონეკროზული ტუბერკულოზი და ინდურაციული ერითემა) ფორმებს. Read the rest of this entry »

კანის კიბო


კანის კიბო

კანის კიბო - ეპიდერმისის სხვადასხვა ნაწილიდან განვითარებული სიმსივნეების ჯგუფი.
კანის კიბო - ბაზალიომა ხშირად აღინიშნება სახეზე და მოხუცებულობით ასაკში. ვითარდება მკვრივი პერლამუტის ფერის კვანძი ან მცირე ზომის კვანძების ჯგუფი, რომლებიც წარმოქმნიან მცირედ წამოწეულ ბალთას. გარკვეული დროის შემდეგ დაზიანების ცენტრში წარმოიქმნება ეროზია ან წყლული თხელი ქერქით, რომლის კიდეების გაყოლებაზე ჩანს ერთმანეთთან ახლოს მდებარე მკვრივი კვანძები. Read the rest of this entry »

ჭეშმარიტი ბუშტუკი


ჭეშმარიტი ბუშტუკი

ჭეშმარიტი ბუშტუკი - უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ბუშტუკებისა და ეროზიების წარმოქმნითა და ტოქსიკოზით. ეტიოლოგიაში გარკვეული როლი ენიჭება ავტოიმუნურ პროცესებს, რომლებიც იწვევენ აკანტოლიზს და შიგაეპიდერმული ბუშტუკების ფორმირებას. Read the rest of this entry »

პარაფსორიაზი


პარაფსორიაზი

პარაფსორიაზიპარაფსორიაზი - დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. განასხვავებენ ლაქოვან, ლიქენურ, ფოლაქისებურ და მწვავე ფორმებს.
პარაფსორიაზი - სიმპტომები. პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა. მათ ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური აქერცვლები აპკების სახით. პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილის ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები. პაპულების პარალელურად ჩნდებიან მცირე ზომის ვარდისფერი ლაქები. წვეთისებური პარაფსორიაზის დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება ,,ობლატი” ფენომენს (ელემენტის გარშემო ეპიდერმისის ექსცენტრულად აშრევება), ფარულ აქერცვლას, პურპურას. Read the rest of this entry »

пятница, 4 января 2013 г.

sisxli

რევმატოიდული ართრიტი


რევმატოიდული ართრიტი rheumatic gout

რევმატოიდული არტრიტირევმატოიდული ართრიტი – ძირითადად ხასიათდება კიდურების მრავალი სახსრის ქრონიკული პროგრესირებადი ანთებით.
რევმატოიდული ართრიტის პათოგენეზი:სისხლში იმუნური კომპლექსების ცირკულაცია და ამასთან დაკავშირებით სინოვიური გარსისა და სხვა ორგანოების ვასკულიტის განვითარება, რაც იწვევს მყარი ართრიტისა და სახსრის დესტრუქციის განვითარებას, რიგ შემთხვევებში კი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლძარღვების დაზიანებას. ანტიგენების სახით წარმოდგენილია ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული წარმოშობის ანტიგენები. Read the rest of this entry »

მენინგოკოკური ინფექცია


მენინგოკოკური ინფექცია meningococcosis

მენინგოკოკური ინფექციამენინგოკოკური ინფექცია – მენინგოკოკებით გამოწვეული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ნაზოფარინგიტის, ჩირქოვანი მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს. ფართოდაა გავრცელებული მენინგოკოკების ჯანმრთელი მტარებლობა.
მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგია. დაავადების წყარო – ავადმყოფი მენონგოკოკური ინფექციის კლინიკურად გამოხატული გამოვლინებებით (ნაზოფარინგიტი, მენინგიტი), აგრეთვე მენინიგოკოკების მტარებლები. ინფექციის გადაცვემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. დაავადების რიცხვის ზრდა აღინიშნება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს. ვლინდება როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე ეპიდემიური აფეთქებები; ეს უკანასკნელი ხშირად ვითარდება საბავშვო კოლექტივებში და საერთო საცხოვრებლებში. Read the rest of this entry »

ბრუცელოზი


ბრუცელოზი brucellosis

ბრუცელოზი – ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადება; ხასიათდება ზოგადიინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით.
ბრუცელა
ბრუცელოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცნობილია ბრუცელების 6 სახე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თხებისა და ცხვრების ბრუცელებს (Br. Melitensis), შემდეგ კი – მსხვილი რქოსანი პირუტყვისა (Br. Abortis bovis) და ღორების (Br. Abortis suis). გამომწვევი მდგრადია გარემოში, ასევე საკვებ პროდუქტებში (რძე, ბრინზა). დასნებოვნება ხდება ალიმეტური გზით ან კანის მიკროდაიზანებით. გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში, იწვევს ალერგოპათიასა და კერების ფორმირებას სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში. Read the rest of this entry »

ციმბირის წყლული


ციმბირის წყლული (ჯილეხი) anthrax

ციმბირის წყლული - მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან. ადამიანთან მიმდინარეობს კანის, ფილტვების, ნაწლავისა და სეპტიკური ფორმებით.
 ციმბრის წყლული
ციმბირის წყლული - ეპიდემიოლოგიაინფექციის წყაროა დაავადებული მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვი, ნაწილობრივ ღორებიც. Read the rest of this entry »

ჩუტყვავილა


ჩუტყვავილა chickenpox (varicella)

ჩუტყვავილა - მწვავე ვირუსული დაავადებაა; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში და ხასიათდება ცხელებით, პაპულურ-ვეზიკულური გამონაყრით, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით.
 ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა - ეტიოლოგია. ჩუტყვავილას გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფისვირუსებს, რომლებიც არამდგრადნი არიან გარემოში. Read the rest of this entry »

წითურა


წითურა rubella

წითურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, ლაქოვანი გამონაყრითა და კისრის უკანა და კეფისლიმფური კვანძების შესიებით.
წითურა
წითურა – ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია რნმ – ის შემცველი ვირუსიინფექციისწყაროა დაავადებული ადამიანი, განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. ინფექცია გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. უხშირესად ავადდებიან ბავშვები 4 – დან 10 წლამდე. განსაკუთრებით სახიფათოა წითურათი ორსულის დასნებოვნება, რამეთუ ეს იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარებას. Read the rest of this entry »